
ჩვენ გვაქვს საოჯახო სასტუმრო მესტიაში, უკვე რამდენიმე წელია ამ ბიზნესით ვართ დაკავებული და გვაქვს სათანადო გამოცდილება. შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის ტურების გაკეთება, გვყავს გამოცდილი მძღოლები, გიდები, მზარეულები. დამსვენებლებს შეგვიძლია შევთავაზოთ საცხენოსნო ტურები გამყოლთან ერთად, გასვლა ბუნებაში, საიდანაც იშლება ზღაპრული ხედი. მათ შეუძლიათ ნახონ მყინვარი მდინარის სათავეებთან, დალაშქრონ მთები, გაემგზავრონ უშგულში, რომელიც ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი და ლამაზი დასახლებული ადგილია. ვთავაზობთ აგრეთვე კოშკების, ეკლესია-მონასტრებისა და მუზეუმების დათვალიერებას.
საოჯახო სასტუმრო კეთილმოწყობილია, გვაქვს ლამაზი ეზო, სუფთა ოთახები, ცხელი წყალი, უგემრიელესი საჭმელები, თბილი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო.
მობრძანდით ჩვენთან, არ ინანებთ. უცხოელი დამსვენებლები აღფრთოვანებულნი არიან ჩვენი მასპინძლობით, რასაც ადასტურებს მათი ჩანაწერები შთაბეჭდილებების წიგნში.
მის: საქართველო, სვანეთი, მესტია, გაბლიანის 9
მობ : +995 551 14 35 16
+995 598 74 38 74
ტელ: +995 790 88 75 55
E – mail: irma_ushba@yahoo.com
სვანეთი - მესტია - საოჯახო სასტუმრო სახლი მესტიაში




